ამბროლაურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 17 ივლისს, ამბროლაურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.

პროექტისა და დისკუსიის თემა მონაწილეებს ნათია ნამიჭეიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტრომა წარუდგინა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა. დისკუსიას ASB საქართველოს წარმომადგენელი თეონა ჯულუხაძე ესწრებოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. მან ასევე წარადგინა ის მხარდამჭერი სერვისები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეიმუშავა.

ევროპის ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის ,,საჯარო ფინანსების გამოყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიისა და თანამონაწილეობისათვის“ შედეგები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები გიორგი ალავიძემ, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ გამგეობის წევრმა წარადგინა.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content