ანა ნიჟარაძე, ახალგაზრდა მოხალისე და მოხალისეობრივი ინიციატივის „მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი!“ ავტორი

ანა ნიჟარაძე, ახალგაზრდა მოხალისე და მოხალისეობრივი ინიციატივის „მოდი, ერთად დავა-LAG-ოთ სვანეთი!“ ავტორია.

მოხალისეობა ჩემთვის არის:
პოზიტივი, ენერგია, თბილი ურთიერთობა, საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და დროის დახარჯვა, რაც ორმაგად გიბრუნდება.

ჩემი პირველი მოხალისეობა:
12 წლისამ გადავწყვიტე მოხალისეობა. მაშინ ის პატარა გოგონა ვერც ხვდებოდა რას აკეთებდა უბრალოდ სიამოვნებდა და ბედნიერებას ანიჭებდა. მე უკვე ვიცი მაშინდელი ნაბიჯების ფასი, ახლაც მაგარ ამბებში ვარ.

მოხალისეობრივად ჩვენ შეგვიძლია:
განათლების, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მაინც სიღარიბის დაძლევა და სოციალური დაცვაა. მოხალისეობას თავისი არსებითი მნიშვნელობით თითქმის ყველა სოციალური მიმართულებით შეუძლია რეალობის შეცვლა.

სამაგალითო მოხალისეობრივი კამპანია/სამაგალითო მოხალისე:
სამაგალითოა ჩემი ორგანიზაციის ყველა წევრი, რომლებით ყოველ ჩემს ინიციატივას გაღიმებული სახით ხვდებიან, გათენებული ღამეების და დამღლელი დღეების მიუხედავად, ხარჯავენ დროს, ენერგიას, ენთუზიაზმს, რომ ადამიანებს აჩუქონ ის რაც აკლიათ, სჭირდებათ ან ელოდებიან. სამაგალითოა ზემო სვანეთის LAG-ის ჩელეინჯები (მარტოხელა მოხუცების და შშმპირების დასახმარებლად წამოწყებული). პირადად დავინახე დახმარების სურვილით აციმციმებული თვალები და თუ ეს ადამიანები ახლა ამას კითხულობენ, მინდა ბოლო ხმაზე ვუთხრა – ვამაყობ!… რომ სვანეთს და ზოგადად საქართველოს ჰყავს მოხალისეები მათი სახით!..

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content