არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ფონდ აფხაზინტერკონტის” ორგანიზებით, იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების და ამავე რეგიონში მოქმედი არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრის მიზანს მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ახლადარჩეულ თვითმმართველობებს თავიანთი საქმიანობა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ღონისძიებაზე ასევე შედგა დისკუსია, რომელიც სექტორებს რეგიონში არსებული საერთო გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი დაძლევის სამომავლო პერსპექტივების დასახვაში დაეხმარა.

შეხვედრას იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, გივი ჭიჭინაძე და იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content