არტ სალონი ,,კრეატორიუმი“ – სამეწარმეო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები

არტ სალონ ,,კრეატორიუმის“ დამფუძნებლები, ბავშვობის მეგობრები,
მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი სამეწარმეო სკოლის მონაწილეები არიან, მათ სკოლაში
მიღებული ცოდნა სწორად გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და დამატებითი
ფინანსური რესურსების მოძიებას ცდილობენ

მათი ერთ–ერთი სამეწარმეო მიზანი ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო
ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება. მიზნის მისაღწევად ,,კრეატორიუმის“ გოგონებმა
მენტორინგის სერვისით ისარგებლეს. მასტერკლასი გოგონებს სადღესასწაულო დიზაინერულ კომპანია
,,კოჩინელას” ხელმძღვანელმა ია საგინაშვილმა ჩაუტარა. ქოუჩინგი ,,კრეატორიუმის“ მიერ
უკვე განხორციელებული ივენთების შეფასებას, ფოტო-ვიდეო მასალის ანალიზს. დიზაინისა
და ივენთების ორგანიზების თანამედროვე ტენდენციებისა და მოთხოვნების გაცნობას მოიცავდა.

,,სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნეს სფეროში
სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო
სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს,“ – აცხადებენ მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი.

ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამა პროექტის –„ევროკავშირი
ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას
ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური
მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში
მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების,
დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ
რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content