აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პრეზენტაცია გაიმართა

23 დეკემბერს, სასტუმრო ბაგრატში, განათლების განვითარების და განათლების ცენტრმა (EDEC), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას  ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის, რესურს ცენტრის,  უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების, საჯარო სკოლების  წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები, ახალგაზრდული ცენტრის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე სიტყვით წარდგა აუდიტორიის წინაშე. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), აღმასრულებელმა დირექტორმა  ნათია ნამიჭეიშვილმა სტუმრებს პროგრამის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო.  ღონისძიებაზე, ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, აუდიტორიას თავიანთ წარმატებული ისტორიები გაუზიარეს.

5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნებით გამოხატვაში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content