აშშ-ს ელჩი და USAID-ის მისიის დირექტორი ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ესტუმრნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი, დაგლას ბოლი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდნენ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა და ახალგაზრდა ლიდერებმა სტუმრებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწევები გააცნეს.

შეხვედრის ძირითად ნაწილში კი ცენტრის წევრებმა პროგრამის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს: რატომ გახდნენ მოხალისეები, რა ინტერესები აქვთ, რას მიაღწიეს და რა შეცვალა მათ ცხოვრებაში „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამამ” (PITA).

შეხვედრა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content