აჭარაში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

ქობულეთში, სასტუმროში „ჯორჯია პალასი” 10 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ოცამდე ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე გაეცნენ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ და შეეძლოთ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.

ფორუმის ფარგლებში, აჭარის ა/რ-ის ხუთი მუნიციპალიტეტის მერიასთან, მოხალისეობის პოპულარიზაციის საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმზე ახალი ვებ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აჭარის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას უკავშირდება.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია რეგიონული ჰაბის ახალგაზრდა მეცნიერთა
კავშირის „ინტელექტი“ მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“
ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

16 მაისს, კოლეჯში „იბერია“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული ქუთაისის საჯარო სკოლების (41; 9; 33; 29; 17) მოსწავლეები გააერთიანა. პროფესიებით დაინტერესებულ
„ჩემი იდეა იყო შემექმნა საბანაკე ტიპის ორთვიანი აკადემია, სადაც სკოლის მოსწავლეები ნულოვანი გამოცდილებით დაიწყებდნენ ყველა იმ უნარის შესწავლას და გამოყენებას, რომელიც წაახალისებდა და გააუმჯობესებდა
ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
Skip to content