ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

კონკურსის მიზანია

გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას და მხარდაჭერას; საზოგადოებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებას, ადვოკატირების კომპეტენციების და ადვოკატირების კამპანიების მართვის უნარების გაუმჯობესებას, ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გზით.

კონკურსის პირობები:

→ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს და მედიაორგანიზაციებს საქართველოს 3 რეგიონიდან: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და მცხეთა–მთიანეთი.
→ ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.
→ თითოეულ რეგიონზე გაიცემა მხოლოდ ერთი გრანტი.
→ საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ევროს.
→ შესაძლებელია, საგრანტო აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა;
→ საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 6 სექტემბრიდან – 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. განაცხადის და თანდართული ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://shorturl.at/hjOU0

→ კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
→  დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 ოქტომბრიდან;
→ უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას (co-share): თანადაფინანსებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მაგ.: ფულადი, პროექტისათვის უფასოდ დათმობილი მატერიალური ან ტექნიკური ბაზა (მაგ.: ვიდეო–გადაღება, საოფისე მომსახურება, მონტაჟი, თეატრალური კოსტიუმი, მუსიკალური გაფორმება, მოწყობილობა ღონისძიების ჩასატარებლად, პროექტორი, ეკრანი და ა.შ.) ოფისი ან საკონფერენციო ფართი ან თუნდაც ადამიანური რესურსი, რაც სხვა შემთხვევებში თანხა ეღირებოდა;
→ პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
→ შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.

კონკურსი მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:

o ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
o ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
o გარემოს დაცვა;
o მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
o მოხალისეობის პოპულარიზაცია;
o ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
o სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის;
o ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარება (სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით);
o ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;
o საქართველო და ევროკავშირი (დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია);
o სხვა.

წარსადგენი განაცხადის პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

→ პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას, დანართი 1.
→ საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
→ საგრანტო ბიუჯეტი, დანართ 2-ში მოცემული ფორმის მიხედვით.
→ განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).

ბიუჯეტით დაშვებული ხარჯები:

→ შრომის ანაზღაურება (ხელფასები/ჰონორარები);
→ მიმდინარე საოფისე, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯები;
→ საოფისე ტექნიკა და ინვენტარი, რომლებიც აუცილებელია საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად;
→ ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები.

კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:

→ წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები);
→ კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება ინიციატივის მიზნებს;
→ საქველმოქმედო ღონისძიებები.

შერჩევის კრიტერიუმები

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა
1 წინადადების შესაბამისობა კონკურსის მიზნებსა და პირობებთან 20
2 განაცხადის გამართულობა
– მკაფიოდ და თანმიმდევრულად წარმოდგენილი წინადადება
– მკაფიო კავშირი გრანტის აქტივობებსა და შედეგებს შორის 20
3 მოსალოდნელი შედეგი და გავლენა საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებზე 20
4 თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან 10
5 ლოგიკური და რეალისტური სამოქმედო გეგმა, შესაბამისი აქტივობებითა და გრაფიკით 15
6 ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა, თანადაფინანსება და შესაბამისობა წარმოდგენილ საგრანტო პროექტთან 15
სულ 100

საპროექტო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ისეთ ტექნიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა:
o საოფისე პროგრამა, რომელშიც უნდა მომზადდეს განაცხადი (WORD, PDF);
o ფონტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული დოკუმენტის მომზადებისას (sylfaen, calibri);
o შრიფტის ზომა (11, 12);
o ტექსტებს შორის ინტერვალი (1.0, 1,15);
o სააპლიკაციო ფორმაში მითითებული გვერდების რაოდენობის დაცვა;
o განაცხადის გაგზავნის ფორმა – ელექტრონული ფოსტით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გაიგზავნოს 2023 წლის 6 ოქტომბრის, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: admin@edec.ge ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითოთ: “Grants for Youth initiatives“.

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:
13.09.2023 – 12:00 სთ
29.09.2023 – 12:00 სთ

საკონსულტაციო შეხვედრების ბმული:
https://us02web.zoom.us/j/85949310635?pwd=L1JhalUwaDBKT244ZHZhWkhjVnNQZz09
Meeting ID: 859 4931 0635
Passcode: 389702

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: მარიამ ლომიძე
მობ: 577 109 081
ელ–ფოსტა: mariam_lomidze@edec.ge

მოუთმენლად ველით თქვენი განაცხადების მიღებას.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content