ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული გაფორმდა

10 მაისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის საგანი მოიცავს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას; საბჭოს თანამშრომლობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას. მხარეები აწარმოებენ შეთანხმებულ პოლიტიკას ერთობლივი პროექტების მომზადების, განხორციელებისა და აუცილებელი რესურსების მოზიდვის მიზნით.

მემორანდუმის ბოლოს  მხარეებს შესაძლებლობა  ქონდათ  გასაუბრებოდნენ საბჭოს  წევრ  ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის  მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.

მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content