ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით  განათლების, განვითარებისა და  დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიამ მღებრიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტალახაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი შეეხება გორის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.

ღონისძიების ბოლოს მხარეებს შესაძლებლობა  ქონდათ  გასაუბრებოდნენ საბჭოს  წევრ  ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის  მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.

მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content