განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები გამართა. შეხვედრები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიც არის „ახალგაზრდული პოლიტიკის კოორდინაცია“, „სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“ და „ახალგაზრდული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და მისი განხორციელების ინსტრუმენტები“.
შეხვედრების მიზანი იყო ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე საბჭოს წევრების კომპეტენციის ამაღლება.
ვორკშოფები ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.