ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მაია ბაკურაძემ და ნიკა ჭეიშვილმა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გამართეს ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში – საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში ახალგაზრდა ამომრჩეველს მიაწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content