ახალი სახელმძღვანელოს „სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა” პრეზენტაცია გაიმართა

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის და მათთან მომუშავე მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო მომზადდა, რომელიც ბავშვებს სკოლის გარემოსთან შეგუებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა” (EDEC) 30 იანვარს გამართა.

სახელმძღვანელო „სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა” ორიენტირებულია დაეხმაროს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებასა და მხარდაჭერაში ჩართულ პირებს, რათა ბავშვის სკოლაში ტრანზიცია უმტკივნეულოდ მოხდეს. გზამკვლევი ეფუძნება ინკლუზიურობის პრინციპს, რომელიც ყველა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

გზამკვლევში ნაჩვენებია კონკრეტული შემთხვევების მაგალითზე, ბავშვის სკოლაში გადაყვანის წარმატებული მაგალითები. წიგნზე მუშაობისას ავტორებმა შეისწავლეს და გააანალიზეს ინკლუზიური განათლების ეფექტიანობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები და გამოავლინეს საჭიროებები, რომელიც სკოლას დაეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი უფრო აქტიურად ჩართოს სასწავლო პროცესში.

სახელმძღვანელოზე მუშაობის ფარგლებში 10 ფოკუს–ჯგუფი ჩატარდა, მასში დღის ცენტრების მომსახურებასა და სხვა ალტერნატიულ სერვისებში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, სერვის პროვაიდერები და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი სახელმძღვანელოს ავტორებთან ერთად მუშაობდნენ არსებული გამოწვევების გამოსავლენად.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ინკლუზიურ განათლების პროცესში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

დამხმარე სახელმძღვანელო პროექტის „განათლების თანაბარი შესაძლებლობები შშმ ბავშვებისთვის – გაზრდილი ხელმისაწვდომობა და ხარისხი!“ ფარგლებში მომზადდა. პროექტის შემაჯამებელი ანგარიში 30 იანვარს „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა წარადგინა:

„პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის ხელშეწყობა. ეს გზამკვლევიც არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ბავშვის სკოლაში ტრანზიციას ყველა მხარისთვის გააიოლებს”.- განაცხადა ნათია ნამიჭეიშვილმა.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებდა.

მოხალისეობის კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ინიციატივას – მთელი კვირის განმავლობაში ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდეს  გარემოზე ზრუნვის სიმბოლური  აქტივობები, ამჯერად  ქუთაისის შშმ
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში გამოფენა გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები,
2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი
Skip to content