ბათუმში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების განვითარების თემაზე მრგვალი მაგიდა მოეწყო

21 ოქტომბერს,   ბათუმში, სასტუმრო რედისონში,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), აჭარის დასაქმების სააგენტოსთან ერთად, შეხვედრა გამართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა თემაზე: დასაქმების მხარდამჭერი სერვისების განვითარება აჭარის რეგიონში.

ღონისძიებაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ, მონაწილეებს მრგვალი მაგიდის მიზნები გააცნო და განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სექტორთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ, აჭარის დასაქმების სააგენტოს სათათბირო ორგანოს   – რეგიონული შრომის ბაზრის განვითარების მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეა წარუდგინა .

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობების, აჭარის მთავრობის,  სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content