ბათუმში სამუშაოს მაძიებელთათვის უფასო ტრენინგ–სემინარი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში სამუშაოს მაძიებელთათვის უფასო ტრენინგ–სემინარი მიმდინარეობს.

ტრენინგი, რომელიც 3 დღე გაგრძლედება ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ. მასზე დარეგისტრირდა 200–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარებათ სამუშოს მოძიებასა და დასაქმებაში.

აღნიშნული ტრენინგი სამუშაოს მაძიებლებისთვის ერთგვარი წინამოსამზადებელი ეტაპია. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ დასაქმების ფორუმში, რომელიც 15 ივნისს 11:00–ზე, “სანსეტ ბათუმში” გაიმართება.

ფორუმზე აჭარის რეგიონში არსებული 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან  იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავიშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართება.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა. ამისთვის სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://forum.hrajara.gov.ge

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content