ბაღდათის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა

1 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფასილიტატორთა ტრენინგი გამართა, რომლის მიზანი იყო დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა და ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება. ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს. ფასილიტატორთა შერჩევა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ განხორციელდა. შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content