ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის ფსიქოლოგი

ვაკანსიის დასახელება: ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის ფსიქოლოგი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიმი

მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 27 ივლისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:   2022  წლის 14 აგვისტო

სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა  წარმოადგენს.

ფსიქოლოგი პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებაზე, აღსაზრდელის პიროვნულად ჩამოყალიბების და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაზე. იკვლევს აღსაზრდელის სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის ფსიქოლოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბენეფიციართა აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების შეფასება პედაგოგთან ერთად;
  • მულტიდისციპლინური გუნდის წევრის სტატუსით ინდივიდუალური გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
  • ქცევითი სირთულეების შემთხვევაში (ინტერვიუირება, დაკვირვება, ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმარება, ქცევის მართვის მოდელირება, ტექნიკების სწავლება და კონსულტირება პედაგოგებისათვის) ბენეფიციარის შეფასების უზრუნველყოფა;
  • ქცევის მართვის ჯგუფური და ინდივიდუალურ პროგრამების შედგენა და განხორციელება;
  • ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და სპეციალისტების შესაბამისი კონსულტაციით უზრუნველყოფა;
  • ბავშვების და მშობლების ინტერესებიდან და ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე კონსულტაციების და ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშის მომზადება–წარდგენა მენეჯერთან დადგენილი ფორმისა და ვადების შესაბამისად.

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის სპეციალობით;
  • შშმ ბავშვებთან და პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
  • აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია),  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2  პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com  „თემაში“ მიუთითეთ ფსიქოლოგის ვაკანსია.

საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე საკონტაქტო ტელ: 0431 251333; 598 45 45 63

განაცხადების მიღება წარმოებს 2022  წლის 14 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content