განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან “ლოგომედი” და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში 40–მდე ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თერაპევტებმა მშობლებს პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.