ბაღდათში მოსახლეობის ფორუმი გაიმართა

2023 წლის 21 ივნისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის   ორგანიზებით,   ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლაში , მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვასა და დაგეგმვას მიეძღვნა.
მოსახლეობის ფორუმის ორგანიზებას წინ უძღვოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა მომზადება ფორუმის საორგანიზაციო და ფასილიტაციის ტექნიკებში. ღონისძიების მსვლელობაში 100–ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, შეაფასა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროგრამები და წარადგინა წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით.
მოსახლეობის ფორუმის სამუშაო მიმართულებები იყო: ინფრასტრუქტურა, კულტურა და ხელოვნება, განათლება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმის განვითარება და მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თავდაცვა, სოციალური საკითხები,  სპორტი, ახალგაზრდობა.
ფორუმის დასრულებისთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მოამზადებს რეკომენდაციების დოკუმენტს და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოეწყობა საანგარიშგებო ფორუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს  გააცნობს.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content