ბაღდათში სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, სოფელ ზედა დიმში, სოციალური ინკლუზიის ცენტრს გახსნის.

ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-დან 45 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოემსახურება.

სოციალური ინკლუზიის ცენტრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ შშმ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური უნარ–ჩვევების გამომუშავების, გარემოში ადაპტაციის მექანიზმებისა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარების განვითარების შესაძლებლობაა.

სოციალური ინკლუზიის ცენტრში შშმ პირები მიიღებენ სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. ასევე, შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს მიეწოდებათ დასაქმების მხარდამჭერი სერვისები.

სოციალური ინკლუზიის ცენტრის გახსნა 2023 წლის აპრილშია დაგეგმილი.

 

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content