ბელარუსში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხუთ ქვეყანაში ხორციელდება, პროექტში ჩართულ მხარეთა სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
ქართული მხარის სახელით, კონფერენციაზე მოხსენებით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი, ანდრო აგაბაშვილი წარსდგა.
პროექტი „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ხორციელდება გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ქუთაისში პროექტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან (LDA Georgia) პარტნიორობით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.