ბიზნეს სკოლა ქუთაისში გრძელდება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს სკოლა, გრძელდება. პროექტის პარტნიორია FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველო და PSP Pharmacy.

ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ ბიზნესის ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტის კურსი.

მიმდინარე სწავლების ფარგლებში, მსმენელებს რესურსების მობილიზების შესახებ ლექციებს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე უკითხავს.

ბიზნეს სკოლის ფარგლებში, სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, სულ 60 მოსწავლე შეირჩა. 3 თვის განმავლობაში ისინი თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის გარდა, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ პროფესიულ რჩევებს მოისმენენ.

ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული უნარების მქონე 20 მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content