ბიზნეს სკოლის მსმენელები ხის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრნენ

ბიზნეს სკოლის მსმენელები ხის გადამამუშავებელ საწარმოს ,,მადერა ჯორჯია’’ესტუმრნენ.

მსმენელებს საწარმოს დირექტორმა ბესო მანტკავამ უმასპინლა. მან მოსწავლეებს საწარმო დაათვალიერებინა, მის ამჟამინდელ ვითარებაზე, განვლილ გზაზე, სირთულეებსა და სამომავლო მიზნებზე ესაუბრა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ბიზნეს სკოლა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის პარტნიორია FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი” და PSP Pharmacy”.

ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული უნარების მქონე 20 მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content