ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის მორიგი ვორქშოფი მოეწყო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ღია დიალოგის წარმართვა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერამოხალისეობასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის არსებული კავშირების და მახასიათებლების გაცნობა. ვორკშოფის მუშაობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.

ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content