გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები შეუერთდნენ.

15-21 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეშვიდე გლობალურ კვირეულს, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები შეუერთდნენ და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, საჯარო ბაგა-ბაღებში, საგზაო უსაფრთხოების თემებზე, შეხვედრებს მართავენ. შეხვედრების მიზანია, ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლება, ბავშვთა საგზაო შემთხვევების პრევენცია და ქუჩებსა და გზებზე დისციპლინირებული, კულტურული ქცევის უნარების დანერგვა.

ღონისძიება განხორციელდა ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში 

USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“  ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content