18 მაისს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამდე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ქალაქის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთების შესწავლა მოახდინეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ქუთაისის ვიცე მერ თამარ დახუნდარიძეს, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძეს და გზების დეპარტამენტის წარმომადგენელ ბაქარ ჭეიშვილს, თავიანთი მხრიდან დანახული ინფრასტრუქტურული თუ სატრანსპორტო გამოწვევები გაუზიარეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეშვიდე გლობალური კვირეულის მთავარი მოწოდებაა – #გადახედემობილობას, #ქუჩებისიცოცხლისთვის, რაც გულისხმობს საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას ინფრასტრუქტურის მოწყობით, მდგრადი ტრანსპორტის შექმნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, სიჩქარის ლიმიტების შემცირებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწით, კანონის ადმინისტრირებით და სხვა. შეხვედრა განხორციელდა ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით.