„მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით“.
ნანა რობაქიძე – პროექტის ხელმძღვანელი
პროექტი, ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ მაყურებელს და მსმენელს, შესაძლებლობას მისცემს გაიზრონ ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, გაეცნონ კონკრეტულ სიტუაციებს, აიმაღლონ ცნობიერება, პრირიოტეტებად დაისახონ პიროვნული განვითარების ასპექტები. მოახდინონ თვითრეალიზება, გაითავისონ სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ახალგაზრდები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ძალას ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ევროპული ღირებულების გათვალისწინებით.
ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენა, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, ერთ-ერთია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ნაკლები კომუნიკაცია. ახალგაზრდებს იშვიათად უჩნდებათ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, გახდნენ თვითდაჯარებულები, ხელი შეუწყონ პიროვნულ ზრდას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი სადისკუსიო პანელი ახალგაზრდებს არსებული პრობლემების გზების ძიებაში შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის სფეროს კოორდინაციის გაძლიერება, ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესება და ა.შ. რათა მათ ჰქონდეთ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ახალგაზრდები წარმოადგენენ სერიოზულ ძალას ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. მათი პოტენციალის რეალიზიებისთვის აუცილებელია სახელმწიფომ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძლიერი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა მნიშვნელოვანი რგოლია ქვეყნის ეფექტიანი მმართველობის პროცესში.