„ჩვენი პროექტის მიზანი ქ. დუშეთსა და დაბა ჟინვალში ცხოველთა უფლებებზე მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა და ქუჩის ძაღლებისათვის თავშესაფარი სახლების განთავსებაა“ თამარ მაისურაძე „ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტი“ თავმჯდომარე
პროექტი „ერთად ქუჩის ბინადარი ცხოველების დასაცავად“ სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელსაც ა(ა)იპ „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტი“ ახორციელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, როგორც მთელ საქართველოში, მიუსაფარი ცხოველების თემა უკვე წლებია ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რათა ყველამ გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა ოთხფეხა მეგობრების მიმართ. პროექტის შედეგად, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობასთან, ადგილობრივი ხელისუფლებასთან, ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის, ვეტერინალური მომსახურების, გამოკვების, თავშესაფრის მოწესრიგების მიმართულებებით. ვფიქრობთ ყველა მათგანი აქტუალურია და მათი მოგვარება ჩვენი პროექტის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. თავშესაფარი სახლების განთავსება, ცხოველებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ზამთრის პერიოდში. მიუსაფარი ძაღლების სახლების მართვას და მონიტორინგს უზრუნველყოფენ დუშეთისს მუნიციპალიტეტის მერიის ქ. დუშეთის და დაბა ჟინვალის წარმომადგენლები, ასევე პროექტში ჩართული სასკოლო სამოქალაქო კლუბებთან არსებული ჯგუფები. სკოლებში არსებულ სასკოლო სამოქალაქო კლუბების ბაზაზე მოსწავლეების მიერ შეიქმნება მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფი.
ჩატარდება საინფორმაციო ტრენინგი დუშეთის უნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან. პლატფორმის ms.gov.ge-ის გამოყენებით სკოლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აქტიური ჯგუფები მოახდენენ საზოგადოების ინფორმირებულებას მიუსაფარი ცხოველების მიმართ. პროექტი ინოვაციურია, ასევე საპილოტეა, რადგან ამ მიმართულებით, ასეთი სახით მუნიციპალიტეტში აქამდე არც ერთი პროექტი განხორციელებულა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ მისი განხორციელებით დუშეთის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სასიკეთოთ ბევრი რამ შეიცვლება.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).