გამარჯვებული პროექტი იმერეთიდან

„ჩვენი ინიციატივის მიზანია: ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მოწყვლადი შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერის გზით“.გიორგი გოგატიშვილი

სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ხერხემლის ტრავმის შედეგად გავხდი ეტლით მოსარგებლე. თანამოაზრეებთან ერთად 2005 წ-ს დავაფუძნე ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“.

რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში მაღალი მიგრაციის გამო შშმ პირები და ხანდაზმულები ძირითადად  მარტო რჩებიან, შრომისუნარიანი არაფორმალური მომვლელების/ოჯახის წევრების, მეზობლების/ნათესავების გარეშე. ასეთ დროს მათთან მიმართებაში მოხალისეების რესურსის გამოყენებას, განსაკუთრებით სოციალური, საყოფაცხოვრებო და ტექნიკური დახმარების კომპონენტში – კომუნალური გადასახადების გადახდაში, საყიდლების, საკვებისა და მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების მიწოდებაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში, თოვლით დაზიანებული ეზოსა და ნარგავების გასხვლა/მოწესრიგებაში, საოჯახო და საგაზაფხულო საქმეების შესრულებაში და ა.შ. მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ზემოთ აღნიშნული საქმიანობების განხორციელება არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას, რის გამოც, მოხალისეები მათ შესრულებას თავისუფლად შეძლებენ.

EDEC-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვება საშუალებას მოგვცემს საჩხერის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, მათი მოხალისეების ჩართულობით მივიღოთ გამოცდილება, პრაქტიკაში ვნახოთ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისას არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. სოციალურ ქსელებში აქტიურად გავაშუქებთ ჩვენს მოხალისეობრივ საქმიანობას, წავახალისებთ მოხალისეებს, ხელს შევუწყობთ მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ვგეგმავთ მიღებული გამოცდილება და მოხალისეობრივი საქმიანობა მომავალში აქტიურად გამოვიყენოთ საჩხერის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებებში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 11 ივლისის №48/ ბრძანებით დამტკიცდა „შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტი“, რომელიც განსაზღვრავს შინმოვლის მიწოდების ძირითად პრინციპებს, წესებს, პროცედურებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებს, ქალაქისა და სოფლის/დაბის მოდელის მიხედვით.  სოფლის/დაბის მოდელის შემთხვევაში შინმოვლის მობილური გუნდი, შემდეგი შემადგენლობით: შინმოვლის კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი. სოფელში მცხოვრები შინმოვლის მოსარგებლეები, ქალაქში მცხოვრები მოსარგებლეებისგან განსხვავებით, ვერ მიიღებენ სოციალური მუშაკის, ექიმის, საყოფაცხოვრებო და ტექნიკური ასისტენტების მომსახურებას. აღნიშნული ხარვეზის ნაწილობრივი აღმოფხვრა სოფელში მცხოვრები შინმოვლის მომსახურების მოსარგებლეებისათვის შესაძლებელია მომსახურებაში მოხალისეების მონაწილეობით. მოხალისეთა მთავარ მოტივატორად ხომ სხვისი დახმარება და საზოგადოების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა რჩება, ასევე, დიდ როლს თამაშობს ისეთი პირადი მოთხოვნები, როგორიცაა: შეგრძნება იმისა, რომ საჭირო ადამიანი ხარ და გაგაჩნია ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის სურვილი, მომავალი საქმიანობისათვის გამოცდილების შეძენისა და დროის საინტერესოდ გატარების სურვილი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content