გამარჯვებული პროექტი კახეთიდან

,,მნიშვნელოვნია სათემო აქტივიზმის და მოხალისეობის, არადომინანტი და დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელი მოსწავლეებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობა, სკოლასა და თემთან მათი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერებისთვის“

ლია ქადაგიძე – მასწავლებელი, ,,ჟურნალისტთა კლუბის“ ხელმძღვანელი

ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით ხშირად შევხვედრივარ არადომინანტი ჯგუფების სოციალური ინკლუზიისა და მოსწავლეებში ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების გაზიარების,-როგორც კომპეტენციის დეფიციტს. არსებული პრობლემა აქტუალურია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და მასში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ეთნიკურად არაქართველი ბავშვების სასწავლო პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელი დაბალია. ასევე, ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ არაფორმალურ, მოხალისეობრივ საქმიანობაში, არ ერთვებიან მუნიციპალურ ღონისძიებებში.

აღნიშნული პროექტის მუშაობის ფარგლებში გადავწყვიტეთ, შეგვერჩია ისეთი ინიციატივა, რომელიც ერთი მხრივ სასარგებლო იქნებოდა თემისთვის და ასევე დაძლევადი მოსწავლეებისათვის.

ჩვენი მიზანია, დედოფლისწყაროში არადომინანტი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების, ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა და ტოლერანტობის კომპეტენციის განვითარებით თემში მოხალისეების პრაქტიკის გაძლიერება.

კონკურსში გამარჯვება  არის მოტივაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ პროექტის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული მიდგომით შევძლებთ გარდა ტოლერანტობისა და თანამშრომლობაზე საუბრისა და მოწოდებისა, ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ერთმანეთთან და თემთან ურთიერთობისას პრაქტიკაში განიმტკიცონ კულტურული მგრძნობელობის, არადისკრიმიანციული ენის გამოყენებას და ასერტული კომუნიკაციის უნარები.

„საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. –
2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი
„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება  არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“ ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის
Skip to content