გამარჯვებული პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა“ კახეთიდან

ძალიან პატარები, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით, როცა რამდენიმე ახალგაზრდამ საინიციატივო ჯგუფი ,,მელო“ შევქმენით და დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ საკუთარი ძალებით სხვადასხვა შესაძლებლობები გაგვეჩინა ჩვენთვის და ზოგადად ახალგაზრდებისთის. სტუდენტობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა სურვილი რაიმე ღირებულის ნაწილი ვყოფილიყავით. თითქმის ყველაფერს საკუთარი ხელებით ვაკეთებდით და ნელ-ნელა წინ მივიწევდით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე შეხვედრებს ვაორგანიზებდით, მასშტაბური პროექტის დაწყება მხოლოდ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებული  მცირე საგრანტო კონკურსის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

პროექტი „სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ მიზანი ახალგაზრდების განვითარება, გაძლიერება და მათ აქტიურად ჩართვაა ქვეყანასა თუ რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი სურვილია შექმნათ თემში მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთფეროვანი რუტინის გამრავალფეროვნებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

პროექტის დასაწყისშივე შევამჩნიეთ, როგორ დაინტერესდნენ და ორმაგად მოტივირებულები გახდნენ ახალგაზრდები.  ვხედავდით, როგორ იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ, ხდებოდნენ უფრო თავდაჯერებულები და გახსნილები. ეს უნარები კი საკუთარი თავის უკეთ წარმოაჩენაში ეხმარებოდათ. პროექტის თითოეულმა მონაწილემ ირწმუნა საკუთარი ძალა, გაიაზრა რამდენი რამის შეცვლა ან თავიდან დაწყება შეუძლიათ.

სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა“ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ  ნაწილად იქცა, ვეღარც კი წარმოგვიდგენია ყოველდღიურობა ამ პროექტის  გარეშე.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content