გამარჯვებული პროექტი სამეგრელოდან

“ჩვენ გვსურს გავზარდოთ ცნობიერება ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი და მოხალისეობრივი საქმიანობებისადმი, დავანახოთ ადამიანებს თუ როგორ და რას უშავებენ საკუთარ სახლს – დედამიწას, ხოლო შემდგომ ვაჩვენოთ მათ ალტერნატიული, მდგრადი გამოსავალი ნარჩენების მართვის მიმართულებით”. – ფატიმა ეჯიბია, მასწავლებელი, ეკოკლუბ “დაფიონას” ხელმძღვანელი

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის #2 საჯარო სკოლაში მოქმედი ეკოკლუბი “დაფიონა” 2019 წლიდან ჩართულია CENN – ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია”, რომლის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი და მოხალისეობრივი აქტივობები განხორციელდა მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად და სამჯერ ნახევარფინალისტიც გახდა.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის იდეა გაჩნდა გარემოსდაცვის საკითხების წინ წამოწევისა და  მოხალისეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციის მიზნით. წარვადგინეთ პროექტი „მოხალისეობის როლი გარემოს მდგრად განვითარებაში“, რომელიც კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდით. პროექტის ფარგლებში გვინდა გავზარდოთ ცნობიერება ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი და მოხალისეობრივი საქმიანობებისადმი, დავანახოთ ადამიანებს თუ როგორ და რას უშავებენ საკუთარ სახლს – დედამიწას, ხოლო შემდგომ ვაჩვენოთ მათ ალტერნატიული, მდგრადი გამოსავალი ნარჩენების მართვის მიმართულებით.

თანამედროვე  ადამიანი თავისი საქმიანობით ყოველდღე უდიდეს ზიანს აყენებს საკუთარ საცხოვრებელ გარემოს და ხელს უწყობს ისეთი შეუქცევადი პროცესების განვითარებას, რასაც ხშირად სავალალო შედეგებიც კი მოაქვს. პროექტის მიზანია მდგრადი, განვითარებული გარემოსა და გარემოზე მზრუნველი თემის ჩამოყალიბება, რასაც ეკოკლუბი „დაფიონა“ წარმატებით ახორციელებს. პროექტის მიზანია მდგრადი, განვითარებული გარემოსა და გარემოზე მზრუნველი თემის ჩამოყალიბება.

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content