გამარჯვებული პროექტი ქვემო ქართლიდან

„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდები დაფიქრდებიან მოხალისეობის მნიშვნელობაზე, განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, კამათის ხელოვნებას და პროექტის წერის უნარებს. ჩატარებული ტურნირის შედეგად კი ჩამოყალიბდება პოზიციები თუ როგორ შეიძლება ვიზრუნოთ მოხალისეობის განვითარებაზე“.

გიორგი თვალიაშვილი – ტრენერი, „პროფესიოს“ დამფუძნებელი

მოხალისეობა ბავშვობიდან ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიე, სხვებისთვის უანგაროდ გვერდში დგომა, მხარდაჭერა და ზრუნვა მუდმივად მზრდიდა და მივითარებდა უამრავ უნარს. ამასთან ერთად, მოხალისეობრივი საქმიანობისას  ვწავლობდი და ვყალიბდებოდი პროფესიონალად, რის ერთერთი ნათელი მაგალითი იყო დებატების პროგრამა, რომელშიც წლების განმავლობაში მოხალისედ ვიყავი და დიდი სოციალური კაპიტალი დავაგროვე, მეგობრების, ნაცნობების, ინფორმაციისა თუ ცოდნის სახით.

წლების განმავლობაში რუსთავში სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებდი „სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ მხარდაჭერით და ახლა უკვე სოციალური სივრცის „პროფესიო – პიროვნული და პროფესიული ცენტრის“ მიერ. 1998 წლიდან ვიყავი მოდებატე და არაერთ დებატების ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, როგორც მოთამაშეს შემდეგ კი როგორც ორგანიზატორს. 2021 წელს შევქმენი საავტორო პროგრამა დებატ-კლუბის ხელმძღვანელებისთვის, რამაც პილოტირება გაიარა და წარმატებით დასრულდა. მუდმივად მაქვს სურვილი ჩემი ცოდნა და გამოცდილება დებატების და არაფორმალური კლუბების მართვის მიმართულებით გავუზიარო სხვებს. შესაბამისად როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა გადავწყვიტე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და რუსთავში 8 სკოლაში მოხალისეობრივად დავხმარებოდი სასკოლო დებატ-კლუბების შექმნას.

პროექტის მიზანია: მოხალისეობრივ საწყისებზე რუსთავის სკოლებში შეიქმნას 8 დებატ-კლუბი, რომელიც იქნება ფუნქციური და იზრუნებს კლუბის წევრებისთვის უნარების განვითარებაზე, სადაც თანატოლთა განათლების პრინციპით ერთმანეთს ასწავლიან სკოლის მოსწავლეები და გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. თავისთავად დებატ-კლუბის წევრები კი განივითარებენ ისეთი სახის უნარებს როგორიცაა: პროექტის დაგეგმვა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, ინფორმაციის მოძიება-დამუშავების უნარი, მოსმენის კულტურა, სწრაფი აზროვნება, გუნდურობა, საჯარო გამოსვლის უნარი და ა.შ.

აღსანიშნავია რომ ზემოთ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს დაახლოებით ერთი წლის წინ რუსთავში შექმნილი სოციალური სივრცე „პროფესიო“ რომლის მიზანიც არის ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცის არსებობა სადაც სხვადასხვა ტიპის აქტივობები განხორციელდება. მათ შორის როგორც ინტელექტუალური, შემეცნებით და საგანმანათლებლო, ასევე ხელოვნებასთან, კულტურასთან და შემოქმედებასთან კავშირში. პროფესიოში ყოველკვირეულად იმართება მუსიკასთან დაკავშირებული ღონისძიებებ, ეწყობა სამაგიდო თამაშები, იმართებსა შეხვედრები საჯარო პირებთან, ეწყობა ტრენინგები და ა.შ. ამ შემთხვევაში პროექტისთვის ტრენინგები პროფესიოში განხორციელდება და მოდებატეებს მუდმივად შეეძლებათ პროფესიოში შეკრება და მსჯელობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

კონკურსში გამარჯვება  არის მოტივაცია, რომელიც ხელს უწყობს ერთ მხრივ პროექტის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ რუსთაველი ახალგაზრდებისთვის თანატოლთა განათლების პრინციპით მოხალისეობის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. პროექტი გვაძლევს საშუალებას უშუალოდ სკოლებში განვახორციელოთ აქტივობები, რაც გარკვეულ წილად მეტ პოპულარულობას და ცნობადობის ზრდას მოუტანს პროფესიოს.

„საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. –
2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი
„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება  არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“ ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის
Skip to content