გამარჯვებული პროექტი ქვემო ქართლიდან

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი

 

„ბარეთის საჯარო სკოლაში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „მოხალისეობრივი კულტურის განვითარება წალკაში“.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის იდეა წალკაში მცხოვრები ახალგაზრდების სამი მნიშვნელოვანი პრობლემის – ცხოველების დაცვა, განათლების ხარისხი და კულტურული ღონისძიებები – მოგვარების სურვილმა გააჩინა.

პროექტის ფარგლებში ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წამოიწყეს მოხალისეობრივი კამპანიები შინაური ცხოველების დაცვის მიმართულებით.

პროექტის მიზანი იყო წალკის მუნიციპალიტეტში არსებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემის (ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხი) მოგვარებაში წვლილის შეტანა. ერთმანეთს დავაკავშირეთ წალკის მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები და წალკის ახალგაზრდები.  მათ მივაწოდეთ ინფორმაცია მოხალისეობის  და მოხალისეობის ციფრული პლატფორმის www.volunteer.ge შესახებ.  ორგანიზაციებმა მოხალისეობრივად დაასაქმეს წალკის ახალგაზრდები თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით. პროექტის შედეგად, ახალგაზრდები მოახდენენ თავიანთი პროფესიული ინტერესების იდენტიფიცირებას და პიროვნული პროფესიული ინტერესების შეფასებას. სწორი პროფესიის აღმოჩენა მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან მომავალში მათ სიამოვნება მიიღონ სწავლისგან, რაც იმოქმედებს თავის მხრივ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროექტით, გვსურს დავაფიქროთ თემი, რომ მოხალისეობრივი კულტურის ამაღლებით, წალკაში არსებული კერძო და საჯარო ორგანიზაციების და წალკის ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციით შესაძლებელია წალკაში არსებული პრობლემების მოგვარება.

ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფი მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ორგანიზაციებს და თითოეულ ახალგაზრდას წალკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.“

2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
2024 წლის 10 ივლისს,  ცუცხვათის სათემო ცენტრში, დასახლების საერთო კრება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ცუცხვათის  თემის  მოქალაქეების ჩართულობით დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. დასახლების საერთო
დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით  დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის
Skip to content