გამარჯვებული პროექტი შიდა ქართლიდან

„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდები გაანალიზებენ მოხალისეობის არს და მნიშვნელობას პიროვნების განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა თანატოლების ინტერესის შესაბამისად დაგეგმონ მოხალისეობრივი აქტივობები, რითაც განივითარებენ აქტივობების დაგეგმვის და განხორციელების უნარებს.“ – მარიამ ისპირიანი – ახალგაზრდული მუშაკი, იურისტი –  „ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პლატფორმა“ დამფუძნებელი და დირექტორი.

მოხალისეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საქმიანობაა, რომლითაც სტუდენტობის პერიოდიდან დავინტერესდი.

ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს მრავალ ასპექტს. ვიყავი პოლონეთში EVS  პროექტის მონაწილე, სადაც კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მივიღე ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით. ასევე, დაწყებითი საფეხურის სკოლაში მოსწავლეებისთვის ვგეგმავდი სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს.

ერთი წლის მანძილზე ვიყავი სსიპ – დანაშაულის პრევენციის ცენტრის SKYE პროგრამის ლიდერი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ვგეგმავდი სესიებს 14-დან -22 წლამდე ახალგაზრდებისათვის სამი ძირითადი მიმართულებით: ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, აქტიური მოქალაქეობა. გარდა პრაქტიკული სწავლებისა პროექტის მონაწილეებთან ერთად ვგეგმავდი სხვადასხვა აქტივობებს (დასუფთავების აქცია, გამოფენა, საქველმოქმედო აქტივობები და სხვა იდეები კლუბის წევრების ინტერესების გათვალისწინებით). აქ შევიძინე ახალგაზრდებთან ურთიერთობის და გუნდურად მუშაობის უნარები. დავაგროვე დიდი სოციალური კაპიტალი  ორგანიზაციების, მეგობრების, ნაცნობების, სხვადასხვა პლატფორმების, ინფორმაციისა თუ ცოდნის სახით.

ვიყავი მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელი, რომელიც შექმნილი იყო პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში. კლუბმა 6 თვის მანძილზე დაგეგმა და განახორციელა 30-ზე მეტი აქტივობა, რამაც საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა მოხალისეობრივი საქმიანობის საჭიროება და მნიშვნელობა.

მოხალისეობრივად ვგეგმავდი  შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმშიც –  CV, სამოტივაციო წერილი, გასაუბრების უნარ-ჩვევები, Gmail ის უკეთ და ეფექტურად გამოყენების, სხვადასხვა მოხალისეობრივი პროექტების შესახებ – ფბ ლაივის მეშვეობით. ეს ინიციატივები განვახორციელე კოვიდის პერიოდის დროს, როდესაც მოგვიწია ერთმანეთისგან იზოლირებულად ყოფნა ამ ფორმით შევეცადე ჩემი გამოცდილების გაზიარებას.

მიყვარს როდესაც ვეხმარები, ვაზიარებ რაიმე სიახლეს და ვქმნი შესაძლებლობებს რომ ახალგაზრდები თავად იყვნენ ინიციატორები, ჰქონდეთ უნარები დამოუკიდებლად საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე EDEC-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა და წარვადგინე პროექტი, რომლის მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი ჯგუფების ფორმირება და მცირე ინიციატივების განხორციელება, ასევე,  პლატფორმის volunteer.ge შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივ საქმიანობაში უამრავი ახალგაზრდის ჩართვა.

ჩემთვის როგორც ახლად დაფუძნებული ორგანიზაციისთვის კონკურსში გამარჯვება  არის მოტივაცია, რომელიც ხელს უწყობს ერთ მხრივ პროექტის განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ კასპელი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა უნარების განვითარებას, მათთან ერთად მრავალი  სასარგებლო აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას   და მოხალისეობის კულტურის დანერგვას.

 

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content