გამოხატვის თავისუფლების თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩატარდა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გამოხატვის თავისუფლების თემაზე ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ტრენინგს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე უძღვებოდა.


ტრენინგის მიზანს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, უმეტესად კი გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა წარმოადგენდა.


ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content