გახდი მოხალისე!

✔ თუ ხარ 16-29 წლამდე;
✔ ღია ხარ სიახლეებისთვის;
✔ მზად ხარ დახმარებისთვის;
✔ გაქვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი;
✔ დაინტერესებული ხარ კარიერის შექმნით
მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
📢 განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) იწყებს მოხალისეების მიღებას, რომლებიც მოხალისეობრივად ჩართული იქნებიან ორგანიზაციის პროგრამების (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ეკონომიკური განვითარება; სოციალური სერვისების განვითარება; განათლება) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
რა უნარებს შეიძენ და განავითარებ ჩვენთან
✔ აქტიური მოსმენა და კომუნიკაცია ქართულ და უცხოურ (ინგლისური, გერმანული) ენებზე;
✔ გუნდური მუშაობა;
✔ ლიდერობა;
✔ საზოგადოებასთან ურთიერთობა;
✔ პროექტების მართვა;
✔ კვლევების განხორციელება და ანალიზი;
✔ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
✔ ორგანიზაციული მართვა და მენეჯმენტი;
✔ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.
გთავაზობთ!
👉 სამუშაო გამოცდილების მიღებას და პროფესიულ განვითარებას;
👉 მეგობრულ გარემოსა და მხარდაჭერას;
👉 წარმატებულ და საქმისადმი ერთგულ გუნდში მუშაობას;
👉 თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას;
👉 აღიარებას.
რატომ მოხალისეობა?
• მოხალისეობა დაგეხმარებათ:
• საკუთარი თავის გამოცდაში სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას;
• ახალი გამოცდილების მიღებასა და უნარ-ჩვევებების განვითარებში;
• ახალი კონტაქტების შეძენაში;
• თავდაჯერებულობის გაზრდაში;
• კარიერულ ორიენტაციაში.
📌 მოხალისეობის პერიოდი განისაზღვრება 1-დან – 6 თვის ვადით.
გაითვალისწინეთ: მოხალისეობა არ არის ანაზღაურებადი.
🔗 თუ ხარ დაინტერესებული შეავსე სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდეhttps://forms.gle/E6gm8nKomF9Ro9Ds9
☎️📩 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. ქუთაისი პ. ინგოროყვას ქ. #64
ტელ: 0 431 25 13 30
ელ_ფოსტაზე: admin@edec.ge
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content