გიდის, ტურისტთა მომსახურების მძღოლის და მძღოლი გიდის პროგრამის მონაწილეები შიდა ქართლის ტურისტულ ლოკაციებს ესტუმრნენ

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გიდის, ტურისტთა მომსახურების მძღოლის და მძღოლი გიდის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამის მონაწილეები ამჯერად შიდა ქართლის ტურისტულ ლოკაციებს ესტუმრნენ.

პროგრამაში მონაწილე 16 ახალგაზრდა ესტუმრა ქალაქ გორს, აქვე არსებულ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმსა და კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეს.

პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ “ელიტარულ მძღოლთა ასოციაციასთან” (UGEC), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩატარებას. პროგრამა მოიცავს ისეთ მოდულებს როგორებიცაა მომხმარებლის ეფექტური და მაღალი სტანდარტით მომსახურება, პროტოკოლის დაცვა, სფეროს შესაბამისი ტერნიმოლოგიის გამოყენებით ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა და COVID-19-ის პრევენციული ნორმების დაცვა.

პრაქტიკული კურსის ნაწილში, პროგრამის მონაწილეებისთვის დაგეგმილია საველე გასვლები საქართველოში 6 ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ მარშრუტზე.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content