გიორგი კეკელიძის ონლაინ კონფერენცია თემაზე „წიგნი–სასარგებლო და საუკეთესო გადაწყვეტილება“

„სამყაროში, სადაც ჩვენ ვხცოვრობთ, სივრცის სიჭარბე და დროის ნაკლებობაა, წუთიდან წუთამდე, წამიდან წამამდე სიახლეებია ამ სამყაროში“ …

სახლში დარჩენილებისთვის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აგრძელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებების მოწყობას ონლაინ სამყაროდან.

„მომავლის თაობის“ ფეისბუქ გვერდზე, 8 აპრილს გაიმართა ონლაინ კონფერენცია თემაზე „წიგნი– სასარგებლო და საუკეთესო გადაწყვეტილება“, რომელსაც გიორგი კეკელიძე ყველასათვის საყვარელი – ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პრემია „საბას“ ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი უძღვებოდა.

ონლაინ შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ჰქონდა შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.
წიგნის სიყვარულის სწავლა შეუძლებელია, წიგნი უნდა გვიყვარდეს უპირობოდ. გიორგიმ ყველა მსმენელს ურჩია, რომ იკითხონ ნებისმიერი სახის წიგნები, რადგან წიგნებში ჩვენივე ცხოვრებას აღმოვაჩენთ, ყველაზე დიდი წიგნები, ყველაზე მარტივი და ადამიანურია, რადგან ყველა წიგნში ადამიანია. წიგნის კითხვით ჩვენ არ გავხდებით უკეთესები, წიგნის კითხვა ჩვენ გაგვხდის საინტერესოს. რამდენ წიგნსაც წავიკითხავთ, იმდენი ადამიანით მეტი გავხდებით. ვიკითხოთ წიგნები და ყველაზე კარგად დავინახავთ საკუთარ თავს.

სამყაროში შექმნილი მძიმე პანდემიის დროს სახლში დარჩენილებს გიორგიმ ურჩია ისეთი ნაწარმოებების კითხვა, სადაც ვნახავთ, თუ როგორ იმარჯვებს ადამინი რწმენით და როგორ შეიძლება ჩვენ, ფიზიკურად პატარა არსებებმა დიდ გასაჭირებს გავუძლოთ.

ნაწარმოებების ჩამონათვალი:

ო’ჰენრის –  „უკანასკნელი ფოთოლი”

რიჩარდ ბახის –  „თოლია ჯონათან ლივინგსტონი”

არჩილ სულაკაურის –  „სალამურა”

გიორგი კი დაგვპირდა, რომ როცა ეს საგიჟეთი გაქრება, მეგობრობას გავაგრძელებთ არა ონლაინ. იქამდე კი სოლომონ ბრძენის ბიბლიური იგავისა არ იყოს –  „ესეც გაივლის!”

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content