გორის დასაქმების ფორუმის ახალგაზრდა მონაწილე კლინიკაში დასაქმდა

გორში მცხოვრებმა 27 წლის ემო დანელიანმა სულ რამდენიმე თვეა, რაც კლინიკაში “იავნანა” რეგისტრატორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.

ემოს საექთნო საქმე აქვს შესწავლილი. სამსახურს აქტიურად ეძებდა, როდესაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გორში დაგეგმილი დასაქმების ფორუმის შესახებ შეიტყო. სამუშაოს მაძიებელი დასაქმების ფორუმზე დარეგისტრირდა, რის შემდგაც მას EDEC-ის მიერ ადმინისტრირებული “დასაქმების ცენტრი” გამოეხმაურა. ცენტრში კონსულტანტები CV-ს შედგენაში დაეხმარნენ და კონსულტაცია გაუწიეს გასაუბრების ტექნიკებზე, რათა ფორუმზე ინფორმირებული და მომზადებული შეხვედროდა დამსაქმებლებს.

შედეგმაც არ დააყოვნა. ემომ ფორუმზე რამდენიმე შემოთავაზება მიიღო. ასევე, გაეცნო “დასაქმების ცენტრის” მიერ შეთავაზებულ სხვა ვაკანსიებს. საბოლოოდ ახალგაზრდამ, საკუთარი სპეციალობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა კლინიკაში “იავნანა” დასაქმებულიყო, სადაც დღესაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას.

დასაქმების ფორუმი EDEC-მა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიმდინარე წლის 20 მაისს გამართა. ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38–მა კომპანიამ 330–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. მასში მონაწილეობა 322–მა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content