გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის – CV ტრენინგი“ ჩატარდა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 7, 8 და 9 ივლისს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის – CV ტრენინგი“ ჩაატარა. ტრენინგი ონლაინ ფორმატში განხორციელდა და მას 19 სამუშაოს მაძიებელი ესწრებოდა.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეს თვითშემეცნებასა და კარიერის დაგეგმვის პროცესში. მონაწილეებმა შეისწავლეს CV-ის სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ წარმატებული კარიერის შექმნაში.

ტრენინგს განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content