გორის სამეწარმეო სკოლის მსმენელები სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდნენ

22 ახალგაზრდა გორის სამეწარმეო სკოლიდან სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდა.

სამეწარმეო სკოლის მსმენელები სასწავლო ვიზიტით ფერმერთა სახლს აგროქართლი • Agrokartli”, გორის საკონსერვო ქარხანას კულა”. ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკას და რძის საწარმო „ნებიერა”–ს ესტუმრნენ.

სამეწარმეო სკოლის მსმენელბი საწარმოო პროცესს გაეცნენ, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს და პასუხები მიიღეს. სტუდენტებს განსაკუთრებულად, პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და დასაქმების შესაძლებლობები აინტერესებდათ.

სამეწარმეო სკოლა გორში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content