გორში ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო

ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ დაიწყო.

ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ დაიწყო პროექტის გახსნის ღონისძიება 15 მარტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) გორში გამართა.

პროქტის ამოცანებსა და მიზნებზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ისაუბრა.

„ახალგაზრდებში სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა რეალური სოციალური მოთხოვნაა, ახალგაზრდებს აქვთ პოტენციალი განავითარონ იდეები ახალი სერვისებისათვის და პროდუქტებისათვის. სამეწარმეო უნარების გარდა, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებას. დღეს შრომის ბაზრის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევას დამსაქმებლის მოთხოვნებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის შეუთავსებლობა წარმოადგენს, ამ გამოწვევების საპასუხოდ, საუკეთესო გზაა დუალური განათლების პროგრამების განხორციელება, რისი შესაძლებლობაც ევროკავშირმა და ევროპელმა ხალხმა მოგვცა“,– განაცხადა ლიკა კილაძემ

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.

პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა ცოდნის მიღებასთან ერთად გამოიმუშავებს სამეწარმეო უნარებს. ბიზნეს იდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.

შემუშავდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სასწავლო პროგრამები და 270 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა პროფესიას რეალურ სამუშაო გარემოში დაეუფლოს, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს ან მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დასაქმდეს.

100–მდე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა (EDEC) და კომპანია „ჯიბე” შორის გაფორმდა.

პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.

კარლი კობახიძე ამჟამად თიბისი ბანკში, მინი-ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე მუშაობს. “ჩემი დიდი სურვილია  ოჯახები მშობლიურ კუთხეებს დაუბრუნდნენ, ყველა სახლში ენთოს სინათლე და ბავშვების ჟრიამული
2022 წლის 17 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და გურიის რეგიონული ჰაბის – ინოვაციებისა
10 ნოემბერს,  ევროკავშირის მხარდაჭერით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ქუთაისში, დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის
Skip to content