გორში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

1–2 ნოემბერს, გორში,  ტრენერთა ტრენინგს თემაზე  “კვების ობიექტების სერვისი და სერვირება”  გაუკეთდა ორგანიზება, რომლის მიზანიც სარესტორნო საქმის სპეციალისტების გადამზადების ხელშეწყობა გახლდათ.

ტრენინგის მონაწილეები,  წარმოადგენდნენ კოლეჯის და სხვადასხვა კვების ობიექტებში სერვისის მიმწოდებელ პირებს: ადმინისტრატორებს, მენეჯერებს, მიმტანებს, კოლეჯის პედაგოგებს. ტრენინგის თეორიული ნაწილი  კოლეჯი განთიადის, ხოლო პრაქტიკული ნაწილი რესტორანი ერისონის ბაზაზე გაიმართა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

 

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content