გორში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

2024 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.
ფორუმზე, ასევე, მოეწყო პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე: “მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმის როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში“ და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე „მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი“.
ღონისძიების ბოლოს კონკურსის „კრეატიული იდეები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით თემში არსებული პრობლემების წარმოჩენა/მოგვარებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟიურის მიერ საუკეთესოდ დასახელდა შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრების “ახალი თაობა” და “ინოვატორი”ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს შეიქმნას იუთუბ არხი და მისი მეშვეობით პირდაპირი კომუნიკაცია დამყარდეს ახალგაზრდებთან არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაჭრის გზებზე სადისკუსიოდ. ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება “საზოგადოება ბილიკის”- შიდა ქართლის რეგიონიული ჰაბის მიერ, ხოლო კონკურსის მონაწილე ორი სოფლის სკრის და შინდისის ახალგაზრდების ინიციატივებს მხარს დაუჭერს ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასი”.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content