გორში რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის გაიმართა

2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – საზოგადოება ,,ბილიკის’’ ორგანიზებით,  გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“ გაიმართა. ფორუმს დაესწრნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის  ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, მცირე ჯგუფებში, ფასილიტატორებთან ერთად, შეიმუშავეს საპროექტო იდეები.  ფორუმის მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა, მოწვეული სტუმრებისათვის, მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით, პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო გამოფენა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

გამოფენაზე გორის ახალგაზრდულმა საბჭომ, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოებას საბჭოს საქმიანობა გააცნო. შტეფან მალერიუსმა, რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელმა, სიტყვით მიმართა აუდიტორიას.

ასევე, ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე –  „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა“. დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდნენ ზაზა ჭიპაშვილი, გორის დემოკრატიის სკოლა, ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე,  ნინო სამსონიძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), დიმიტრი გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

„საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. –
2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი
„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება  არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“ ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის
Skip to content