გორში, საწარმოების წარმომადგენლებისთვის მენტორთა ტრენინგი ჩატარდა

17 ოქტომბერს, გორში, სასტუმროში „გორი ინნ“, საწარმოების წარმომადგენლებისთვის, მენტორთა ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პოტენციური მენტორის ცოდნის, უნარების და კომპეტენციების განვითარება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნის, კონკრეტული მიმართულების პროფესიული პროგრამის განახორციელების, პრაქტიკული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ტრენინგზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორებიც არის პროფესიული განათლება და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, მენტორის (ინსტუქტორის) ფუნქცია მოვალეობები, სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო პროცესების დაგეგმვა/განხორციელება საწარმოში და სხვა. ტრენინგს პროფესიული განათლების ექსპერტი, ზაირა ბერიძე უძღვებოდა.

ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუსტთან (ICI) ერთად განახორციელა. 

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content