გორში სტილისტის მომზადება–გადამზადების პროფესიული კურსი მიმდინარეობს

გორში, სტილისტის მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა დუალური პრინციპით მიმდინარეობს, რაც სამუშაოზე მიმაგრებულ სწავლებას გულისხმობს.

კურსის 12 მონაწილე პროფესიას თეორიულად საზოგადოებრივ კოლეჯ ,,განთიადში“ (პედაგოგი მაკა თოთლაძე) ეუფლება, ხოლო პრაქტიკას – სილამაზისა და ესთეტიკის ცენტში ,,Beauty Art”. (პრაქტიკის ხელმძღვანელი თეონა ლაფაჩი)

„პროექტი კარგი შესაძლებლობაა დამსაქმებელთათვის – პროფესიონალების შერჩევა ყოველთვის ჭირს. უახლოეს მომავალში ვაპირებთ კადრები დავამატოთ და რა თქმა უნდა, გვირჩევნია არჩევანი ჩვენს ბაზაზე დახელოვნებულ პირებზე შევაჩეროთ. რადგან, როცა ასწავლი, თანვე ხედავ მათ უნარებს, მოტივაციას, პოტენციალს.“ – თეონა ლაფაჩი, ხელმძღვანელი სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის ,,Beauty Art” ხელმძღვანელი.

300 საათიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები ანაზღაურებად, სამთვიან სტაჟირებას გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სილამაზის სალონში გაივლიან.

,,პროფესიის დაუფლების შანსი, რომელიც ამ პროექტმა მომცა აუცილებლად უნდა გამოვიყენო. სოფელ დირბიდან ვარ, დიდი სურვილი მაქვს სოფელში სალონი გავხსნა, დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა ჩემი შემოსავლების ზრდაში დამეხმარება.“ – აცხადებს კურსის მონაწილე, სოფიო ემანულიძე.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content