გრძელდება ტრენინგები ფოთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის

3 – 4  თებერვალს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ფინანსური მართვა და ბიზნეს გეგმის შედგენა“ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგ კურსის მიზანი იყო მსმენელებისთვის ბიზნესის გეგმის კომპონენტების გაცნობა, თეორიული მასალებისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით, ბიზნეს გეგმის შექმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტრენინგს მოწვეული სპეციალისტი დავით გელუტაშვილი უძღვებოდა.

ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის  „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და  APM Terminals Poti-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content