გურიაში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

გურიაში, ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში ათამდე ადგილობრივმა ორგანიზაციამ და სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეულმა მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ბავშვთა ანსამბლის „ბინული“ კონცერტით გაიხსნა. სტუმრებს ორგანიზატორები მიესალმენ და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა მოხალისეობის პლატფორმა „დროის ბანკის“ ყველაზე აქტიური მოხალისე გურიაში „ევრო კლუბი“.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თექაზე მუშაობის პრაქტიკა, გურული ჩაის დამზადების წესი. მონაწილეებს სხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად, ბამბუკის ნივთების დამზადების მაგალითებსაც აჩვენებდნენ. სტუმრებს შეეძლოთ წარმოდგენილი ორგანიზაციების საქმიანობიდან მათთვის სასურველი აერჩიათ და მოხალისეობრივად მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობაში.

ფორუმის მონაწილეები ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ გაეცნენ და მოხალისედ დარეგისტრირდნენ. „დროის ბანკის“ ვიქტორინის ფარგლებში არაერთი პრიზი გათამაშდა. ვიქტორინის შეკითხვები საქართველოში მოხალისეობის კულტურას უკავშირდებოდა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის
(KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

29 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში ონლაინ შეხვედრა მოეწყო, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის სამდონიანი
2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
Skip to content